ქანთრის ვარსკვლავი მერლ ჰაგარდი საკუთარი დაბადების დღეზე გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი მომღერალი, გიტარისტი და ქანთრის სტილის სიმღერების ავტორი მერლ რონალდ ჰაგარდი. მუსიკოსი საკუთარი დაბადების დღეზე, 6 აპრილს, 79 წლის ასაკში დაიღუპა.
პატრიოტული ჰიტების Okie From Muskogee და The Fightin’ Side of Me-ს ავტორი საკუთარ სახლში, „ფილტვების ანთებით გამოწვეული გართულებების“ გამო გარდაიცვალა. მერლ ჰაგარდის შემოქმედებითი ცხოვრება 60 წელს ითვლის. მან ქანთრის სტილში 30 მეტი კომპოზიცია ჩაწერა, რომლებიც ჰიტ-პარადებში პირველ ადგილს იკავებდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები