ქალმა ფრჩხილის ლაქში გარდაცვლილი მამის ფერფლი ჩაყარა

ბრიტანეთში ქალმა ფრჩხილის ლაქში გარდაცვლილი მამის ფერფლი გააზავა, რომელიც საკუთარი ქორწილის დღეს ფრჩხილზე წაისვა.

ქალი შარლოტა უოლტონია, რომელიც ოცნებობდა მამამისი მის ქორწილს დასწრებოდა, თუმცა სამწუხაროდ, კაცს ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე სიმსივნე დაუდგინდა და გარდაიცვალა. ამ  ფაქტისგან განადგურებულმა შარლოტამ გადაწყვიტა ქორწილის დღეს მამამისი ასეთი სახით მაინც ყოფილიყო მასთან. ამის შესახებ ინფორმაციას unilad აქვეყნებს.

“ვეცადე ახლოს მყოლოდა მამაჩემი”,-ამბობს შარლოტა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები