ქალმა სუპერმარკეტში სალაროსთან იმშობიარა ( ვიდეო)

რუსეთის ქალაქ ომსკში ერთ-ერთი სუპერმარკეტი გრანდიოზულ საჩუქარს ამზადებს იმ მომხმარებელი ქალისთვის, რომელმაც ეს მაღაზია საქვეყნოდ ცნობილი გახადა.
ორსული ქალი მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად შევიდა და სალაროსთან დგომის დროს იგრძნო, რომ მშობიარობა დაიწყო. სუპერმარკეტის თანამშრომლები გაოცდნენ, რომ ქალმა ამის შესახებ აბსოლუტურად მშვიდად თქვა.
„დახმარებაც კი არ უთხოვნია. ჩუმად თქვა, რომ ბავშვს აჩენს და სულ ეს იყო. მე სასწრაფო სამედიცინო დახმარებას დავურეკე“, – ამბობს მაღაზიის ადმინისტრატორი.
ქალის გვერდით მისი მეგობრები იყვნენ, რომლებმაც ის მაშინვე იატაკზე დააწვინეს. მოლარემ დახმარება დაიწყო და მშობიარობა გასაოცრად სწრაფად დასრულდა – ორ წუთში ბავშვი დაიბადა. მედიკოსების მოსვლისას, ჩვილი უკვე დედის მუცელზე იწვა. 3,6 კგ წონის ბიჭი მისი დედისთვის მეექვსე შვილი აღმოჩნდა.
„ასეთი რამის შემსწრეები პირველად გავხდით. რა თქმა უნდა, დავიბენით, მაგრამ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ და არცთუ ისე ცუდად“, – ამბობს მაღაზიის გამგე მედიასთან.

https://www.youtube.com/watch?v=RKhFnna-2sU&feature=youtu.be

კომენტარები

სხვა სიახლეები