ქალმა განქორწინება საპატარძლო კაბის აფეთქებით აღნიშნა (ვიდეო)

ტეხასელმა ქალმა განქორწინების აღნიშვნის კრეატიული გზა მოიფიქრა და მან თავისი საპატარძლო კაბა უბრალოდ, ააფეთქა – ასე დაუსვა წერტილი კიმბერლი სენტლებენ-სტიტელერმა 14-წლიან ქორწინებას.
43 წლის კიმბერლის ისე გაუხარდა ქმართან გაყრა, რომ დიდი წვეულების გამართვა გადაწყვიტა. წვეულება „საძულველი“ კაბის აფეთქებით დასრულდა. როგორც მან მედიას განუცხადა, აფეთქების ხმა რამდენიმე კილომეტრის მოშორებითაც კი ისმოდა.
კიმბერლის თქმით, მან თავისი უიღბლო ქორწინების ერთგვარი სიმბოლოს, საპატარძლო კაბის მოშორების უამრავი რჩევა მიიღო, თუმცა ყველაზე მეტად მამის და ძმის იდეა მოეწონა. სწორედ მათ მოიფიქრეს კაბის აფეთქება. განზრახვა სისრულეში მეგობარმა მოიყვანა, რომელიც ბომბების დამზადებაშია განსწავლული.
მართალია კიმბერლი ამბობს, რომ ეს კაბა მისთვის ტყუილის და სიცრუის ნამდვილი სიმბოლო იყო, თუმცა მედიისთვის უცნობია, კონკრეტულად როგორ გააწბილა ქალი მისმა ქმარმა და რა უძღოდა წინ მათ ასეთ „ხმაურიან“ განქორწინებას.

კომენტარები

სხვა სიახლეები