ქალი საკანალიზაციო ლუქში ჩავარდა და იქ 10 წლის ბიჭი აღმოაჩინა

ბედნიერი შემთხვევითობა, რომელმაც 10 წლის ბიჭი გადაარჩინა, თათრეთში, სოფელ ჩერემშაში მოხდა. შვილის გაუჩინარებს შესახებ, დედამ სამართალდამცველებს შეატყობინა. მისი თქმით, ბიჭი ეზოში სეირნობდა და სახლში არ დაბრუნდა. იმავე საღამოს კი ძლიერი ქარბუქი დაიწყო. ბავშვის მოძებნის სამუშაოებში მაშველები, პოლიციელები და რიგითი მოქალაქეები ჩაერთვნენ. მდინარის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება 120-მა ადამიანმა დაიწყო. სამძებრო ჯგუფში გულია იარულინაც იყო. ძებნის დროს, ის თოვლით დაფარულ საკანალიზაციო ლუქში ჩავარდა. სამი მეტრის სიღრმეზე კი, დაკარგული ბიჭი აღმოაჩინა.
როგორც ირკვევა, ბავშვები ამ ტერიტორიაზე თამაშობდნენ და ბიჭი ლუქში ჩავარდა. ის შველას ითხოვდა, მაგრამ მისი ხმა ვერავინ გაიგო. ექიმების თქმით, ბიჭუნა რამდენიმე საათის დაგვიანებით რომ ეპოვათ, სიცივისგან გაიყინებოდა. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა, ლუქში ჩავარდნილ ქალბატონს ხერხემლის ძლიერი დაზიანება აღენიშნება.

კომენტარები

სხვა სიახლეები