ფსიქოანალიზი და ტაროლოგია

დღეს ფსიქოლოგიას ყოველდღიურობაში უფრო და უფრო დიდი მნიშნველობა ენიჭება. პრატიკაში დაინერგა ბიზნესის, სკოლების, თემატური სფეროების ფისოქლოგები და ა.შ. უფრო მეტი ადამიანი დადის ფსიქოთერაპევტთან და ხალხის დაინტერესება ამ მხირვ მატულობს. ფსიქოლოგიაში რატომღაც ტრენდი ხდება ფროიდსეული მოძღვრება, რომელიც მხოლოდ მატერიალურ მხარეს და მატერიალურ პროცესებს აღიარებს. გაურკვეველი მიზეზების გამო იჩაგრება და ნაკლები დაინტერესებაა იუნგის – ადამიანის, რომელმაც ფროიდის ცოდნა სრულყო- მიმართ. თანამედროვე ფსიქოლოგთა ნაწილი უარყოფს იმ უდიდეს ცოდნას და ნაშორმებს, რომელიც იუნგმა დაგვიტოვა. თუ რატომ ვახსენე იუნგი-ეს ალბათ მკითხველისთვის უკვე ნათელი გახდა. იუნგის დაინტერესება მისტიციზმით, ასტროლოგიით, ალქიმიით, მითოლოგიით და ტაროლოგიით ეს სახალხოდ ცნობილი ფატია და სწორედ ამიტომაც ბევრი ფსიქოლოგი მას ეჭვის თვალით უყურებს.
თანამედროვე ეპოქამ შესაძლებელი გახადა ინფორმაციის სინთეზი. ამის გათვალისწინებით გასაკვირი არ უნდა იყოს, უკვე ისეთი წიგნების გამოჩენა როგორებიცაა: „ტაროს ფსიქოლოგია’’, „ფსიქოტიპი და ტარო’’ და ა.შ. . მაგალითად, რუსეთიში არის პრაქტიკა, როდესაც საკმაოდ წარმატებული ფსიქოთერაპევტები მუშაობის დროს ტაროს დასტას იყენებენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ სეანსებს დიდი დრო მიაქვს, ტარო ამ შემთხვევაში დროს იგებს და იძლევა შესაძლებლობას უფრო მალე დაისვას დიაგნოზი. რა თქმა უნდა, ცოდნა ადამაინის ცნობიერების შესახებ კლასიკური ფსიქოლოგიის გაჩენამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა ეზოთერიაში, ამის ყველაზე მარტივი მაგალითია ტაროლოგიაში არსებული ცოდნა, რომლის გარჩევას სტატიის მომდევნო ნაწილში შემოგთავაზებთ.
ფსიქოანალიზი და ტაროლოგია

ახლა დგება მთავარი საკითხი,რატომ უნდა დავუჯეროთ იუნგის მოძღვრებას და არა ფროიდისას. ბევრი საუბარი არ ჭირდება იმას,რომ ფროიდის როლი ფსიქოლოგიაში უზარმაზარია. მისი ესეები და მოძღვრება ცნობიერების შესახებ იმ დროის ნამდვილი ინოვაცია იყო.თუმცა ფროიდი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ნებისმიერ ღვთაებრივ და თვალით უხილავ მოძღვრებებს. პირველი გახლეჩა ფროიდსა და მის მოსწავლე, იუნგს შორის არაცნობიერის ბუნების გაგებასთან დაკავშირებით მოხდა.იუნგის აზრით არსებობდა კოლექტიური არაცნობიერი, რომელშიც არსებობდა არქეტიპები, ხოლო ფროიდი არ აღიარებდა კოლექტიური არაცნობიერის არსებობას. თუ ამ ისტორიას ფაქტებს დავუმატებთ აღმოჩნდება, რომ იუნგი ამ დასკვნამდე მივიდა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის და უცხო კულტურათა შესწავლის შემდეგ. ანუ მან დაასინთეზა ინფორმაცია და მივიდა დასკვანმდე, რომ სხვადასხვა კულტურებში, რომლებსაც ერთმანეთთან შეხება არ ქონდათ ღმერთის შესახებ წარმოდგენა ერთნარი იყო.

ფსიქოანალიზი და ტაროლოგია
სურათზე ხედავთ ამის ნათელ მაგალითს სხვადასხვა კულტურის სხვადასხვა ღმერთები: დაბადებულები არიან 25 დეკემბერს, ყველა იშვა ქალწულისგან, უმეტეს მათგანს ყავდა 12 მოწაფე და სიკვდილის შემდეგ ყველა მკდრედით აღსდგა. ეს ის თემაა სადაც ყველა ფროიდის მიმდევარი „იჭედება’’. მინდა მკითხველმა ზუსტად გაიგოს სათქმელის არსი. ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვამბობთ იმას,რომ ღმერთი არ არსებობს – პირიქით აღმოჩნდა რომ სხვადასხვა კულტურებში წარმოდგენა ღმერთის შესახებ ერთმანეთს ემთხვევა. შესაბამისად გარდაუვალია გვერდი ავუაროთ კოლექტიური არაცნობიერის თემას, რადგან კოლექტიური არაცნობიერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ასეთი დამთხვევების არსებობა. თუ მაინც განვიხილავთ ფროიდის მოძღვრებას მაშინ სიტუაცია ასე უნდა დაიხატოს: ვინაიდან და რადგანაც, ადამაინი რომელსაც სწამს ღმერთის არის „ბავშვი’’ და მას სჭირდება იმედი და მიმთიებელი, ამიტომ იგონებს ღმერთს. მაშინ ყველა დიდი კულტურის ღმერთებს შორის არ უნდა იყოს მსგავსებები, ისინი აბსოლიტურად განსხვავებულები უნდა იყვნენ. ვინაიდან ყველა კულტურა განსხვავებულ ცხოვრებას და განვითარებას გადიოდა. მათ შესაბამისი მოთხოვნები და სურვილები ქონდათ, რომელთა დაკმაყოფილება არ შეიძლება მომხდარიყო ღმერთის იმ სახით, რომელსაც სხვა კულტურებიც იზიარებდა. იმედია მკითხველი დარწმუნდა კოლექტიური არაცნობიერის არსებობაში, სხვა შემთხვევაში საუბრის გაგრძელებას აზრი არ აქვს.

ფსიქოანალიზი და ტაროლოგია
ფროიდის მოძღვრებების გარჩევისაას, საინტერესო იქნება გავიგოთ ვინ იყო მისი მასწავლებელი. მისი მასწავლეებლი იყო ჟან მარტენ შარკო, რომელიც ვიკიპედიაში როგორც ნევროლოგი ისეა მოხსენიებული. რა თქმა უნდა, მას ნევროლოგობას არავინ ართმევს, თუმცა ეს არ არის სრული სურათი და მხოლოდ ამით შემოფარგვლა ვერ დაგვანახებს სურათს.
ლიტერატურიდან ნელ-ნელა ქრება შარკოს შესაძლებლობებზე რეალური ინფრომაცია, შარკოს ქონდა უნარი მოეხდინა გავლენა სხვის ნებაზე. მისი ერთი დაყვირება „დაიძინე!’’, საკამრისი იყო იმისთვის, რომ პაციენტი ჰიპნოზის მდგომარეობაში გადასულიყო.ისმის კითხვა, თუ ასეთი ძლიერი იყო შარკო რატომ თავად არ დაუდო საფუძველი ფსიქოლოგიას და ფსიქიატრიას? ამაზე პასუხი ძალიან მარტივია, საზოგადოება ვერ მიიღებდა ისეთ სწავლებას, რომლის დამნერგავი იქნებოდა „გრძნეული’’, „შარლატანი’’ თუ ყველა ის სიტყვა რომელიც იმ დროინდელი საზოგადოება შესაფერისად ჩათვლიდა ასეთი ადამიანისთვის. აუცილებელი იყო, ეს ყველაფერი გადმოსულიყო მატერიალურად მარტივად აღქმად ენაზე. ფროიდი ეს იყო პროგრამა, რომლის მისია იყო ამ ცოდნის გადმოტანა ხალხში, საზოგადოებრივი წესების დაცვით. ამ ყველაფერით არ ვაკნინებთ ფროიდს, პირიქით უნდა ვაღიაროთ, რომ ის გაუცნობიერებლად გახდა ხიდი მისტიციზმსა და მატერიალურ სამყაროს შორის.

მაშ ასე მივედით რამდენიმე დასკნამდე:სინამდვილეში ყველა ის ცოდნა, რასაც დღეისათვის ფსიქოლოგია/ფსიქიატრია ფლობს არსებობდა დაფარულად ეზოთერულ სივრცეში. ფროიდი იყო ინფორმაციის მატერიალურ საზღვრებში გადმომტანი, ის უარყოფდა ღვთაებრივის იდეას. იუნგი კი ეს იყო ფროიდისეული მოძღვრების ღირსეული გაგრძელება – გზა ღვთაებრივის შეცნობისკენ.
ახლა ჩავატაროთ პატარა ექსკურსი ტაროლოგიასა და ფსიქოლოგიის გაგებებს შორის განსხვავებზე, რათა უფრო თვალსაჩინო იყოს ზედა დასკვბების მართებულობა. აქვე (წინასწარ) დავძენ, რომ ,ის რაც ფსიქოლოგიისთვის აღმოჩენა იყო,უკვე დიდი ხანი იცოდნენ ტაროს ოსტატებმა.

ფსიქიკის ცნობიერად და არაცნობიერად დაყოფა
ფსიქოანალიზი და ტაროლოგია
ცნობიერად და არაცნობიერად გაყოფა, ფსიქოლოგების აზრით ფროიდის დასკვნაა. ტაროლოგიაში კი კარგად ნაცნობი ფაქტია, ის რომ მე-19 არკანი „მზე’’ განასახიერებს ცნობიერს ,ხოლო მე-18 არკანი „მთვარე’’ არაცნობიერს (კლასიკური ნუმერაცია). თუ ავიღებთ, ყველაზე ძველ შემორჩენილ ტაროს დასტას (ვისკონტი-სფორცას) ის თარიღდება 1441 წლით. რომ ავიღოთ სხვაობა ფროიდის დაბადებასთან (და არა სამეცნიერო სამუშაოების დაწყებასთან) ,გამოვა ,რომ პირველ შემორჩენილ ტაროს დასტას 415 წელი აშორებს ფროიდის დაბადებამდე. მაგრამ აქ ისმის კითხვა, ნუთუ 1441 წლის ტექსტებში მოხსენიებულია არაცნობიერის და ცნობიერის არსებობა? რა გარანტია გვაქვს, რომ ეს არ რის თანამედროვე ტაროლოგების დამკვიდრებული ტერმინი ფსიქოლოგიის კარგად შესწავლის შემდეგ? ლეგიტიმური კითხვებია და მეც აბსოლიტურად ლეგიტიმურ პასუხს გაგცემთ: არ გვაქვს შემორჩენილი 1441 წლის ტექსტები ტაროს შესახებ. თუმცა გვაქვს ფრანგი ოკულტისტის და ტაროლოგის ეტეილას ჩანაწერები. 1785 წელს გამოცემულ „როგორ უნდა გაირთო შენი თავი, დასტით რომელსაც ტარო ქვია’’. ეტეილამ არამხოლოდ მოგვცა ტაროდან ინფომრაციის მიღების მეთოდები, არამედ დანერგა ცოდნა ტაროს არკანებთან (იგივე კარტებთან) მუშაობისთვის. ეტეილა ამბობდა, რომ არკანი „მთვარე’’(რომელსაც იგი თავის სისტემაში 3-ე ნუმერაციას ანიჭებდა) აჩვენებდა იმ თემებს,რომელიც ადმიანს ძალიან უნდა მაგრამ თვითონ არ იცის, რომ უნდა. რა თქმა უნდა, ეს არის პრიმიტული განმარტება მაგრამ ძალიან კარგად ჩანს არაცნობიერის ბუნება. არაცნობიერი ხომ ერთი დიდი მინდაა, რომელიც არ ითვალისწინებს არაფერს.
ფსიქოანალიზი და ტაროლოგია
გარდა ამისა ეტეილას აქვს ერთი ძალაინ საინტერესო კვლევა. მისი თქმით, როდესაც ადამიანის „სულელის გზაში’’(გაშლა რომელიც მოიცავს ტაროს მაღალ აკრანებს ერთად. ეს გაშლა აჩვენებს ადამიანის განვითარების ინდივიდუალურ გზას, ფსიქოტიპს და გარემო სიტუაციებს) როდესაც მზე და მთვარე რეცეფციაში არიან (ანუ როდესაც მზის კუთვნილ ადგილს იკავებს მთვარე და მთვარის კუთვნილ ადგილს მზე) ასეთი ადამაინები ხშირად ხდებაინ სულიერად ავადმყოფები.თუ ამას უფრო ჩავუღრმავებით აღმოვაჩენთ, რომ ეტეილა სულიერ ავადმყოფობაში აღწერს შიზოფრენიას. ცნობიერის(მზე) და არაცნობიერის (მთვარე) ადგილების გაცვლა, მათ შორის საზღვრების დარღვევა.

არქეტიპები
არქეტიპების ცნება ფსიქოლოგიაში მთლიანად იუნგის შემოტანილია. მან პირველად დაადგინა, რომ განურჩევლად ერისა, წარმომავლობისა, გარემოსა არის ის საერთო ფენა -რასაც არქეტიპები ეწოდება. გვაქვს ოთხი მთავარიარქეტიპი: შინაგანი „მე’’, ანიმა და ანიმუსი, აჩრდილი, პერსონა.
ფსიქოანალიზი და ტაროლოგია

შინაგანი „მე”
ფსიქოანალიზი და ტაროლოგიაწარმოადგენს ადამიანის ცნობიერების არაცნობიერს ნაერთს. ამ დროს ვითარდება პიროვნების სხვადასხვა ასპექტები. ეს არქეტიპი შეესაბამება არკან „სულელს’’ ანუ ცნობიერი+არაცნობიერი. რაც მთავარია „სულელი’’ მზადაა მისი პიროვნების მრავალმხრივი განვითარებისთვის. „სულელში’’ გამოხატულია ე.წ „ინდივიდუაციის’’ პროცესი, მასში ხდება პიროვნების სხვადასხვა ასპეკტის განვითარება.მისთვის მთავარია მოიაროს 21 არკანი და მაქსიმალურად სრულყოს თავისი თავი

ანიმა და ანიმუსი
ფსიქოანალიზი და ტაროლოგიაფსიქოანალიზი და ტაროლოგია
ანიმა-ქალის სახე მამაკაცის ფსიქიკაში, ანიმუსი-მამაკაცის სახე ქალის ფსიქიკაში. ანიმა და ანიმუსი ეს არის ქალური და მამაკაცური ენერგიების შერწყმა. ეს არის მცდელობა – გაერთიანებისკენ.
ანიმა-ეს არის მე-3 არკანი „იმპერატორი ქალი’’, ნაზი, მშვენიერი, ლამაზი, მოსიყვარულე ქალბატონი, რომელიც ნაყოფიერია და აქვს შთამომავლობის მოცემის უნარი/
ანიმუსი-ეს არის მე-4 არკანი „იმპერატორი’’,რომელიც გამოხატავს ხისტ, აგრესიულ, დამპყრობელ მამაკაცს, რომელიც მიმართულია ლიდერობისკენ, საკუთარი თავის დემონსტრაციისკენ.
„იმპერატორი ქალი’’ და „იმპერატორი’’ როგორც წესი ნებისმიერი ადამიანის „სულელის გზაში’’ გვაჩვენებენ თუ როგორ აწყობს ეს ადამიანი ურთიერთობებს ,რა არის მნიშნველოვანი მისთვის, რისკენ მიისწრაფვის. გარდა ამისა, აქ ადამაინი ახდენს მისი ნამდვილი ეგოს გამოვლენას. „იმპერატორ ქალს’’ აქვს ის, რაც არ აქვს „იმპერატორს’’ და პირიქით. ეს არის კლასიკური „ინ’’-ის და „იან’’-ის შერწყმა.
აჩრდილი
ფსიქოანალიზი და ტაროლოგია
აჩრდილი მოიცავს დათრგუნულ იდეებს, სისუსტეებს, სურვილებს, სექსუალურ ინსტიქტებს. ეს არის გონების ბნელი მხარე. აჩრდილი ეს არის მე-15 არკანი „ეშმაკი’’. არკან ეშმკაში ხდება ჩვენი სისუსტეების კონცეტრაცია, აქ იხსნება ჩვენი დაფარული ინსტიქტები, ხოლო კმაყოფილების განცდისას ადამიანი ველურდება. ხდება მიჯაჭვება, ამ შემთხვევაში ადამაინი განიცდის კმაყოფილებას და ჩამოდის ცხოვრელის დონეზე . ეშმაკი ასევე დაკავშირებულია სექსუალურ სურვილებთან, ოღონდ ამ შემთხვევაში ეს სურვილები არის ძალიან ძლიერი და ისეთი რომელიც ადამიანს ამდაბლებს.
პერსონა
ფსიქოანალიზი და ტაროლოგია
პერსონის არქეტიპი-ეს არის ის სოციალური სახე, როგორსაც ჩვენ მივაწოდებთ ჩენ თავს გარესამყაროს.რაც მთავარია საჭიროა მისი ცვლა,რათა არ დაზიანდეს ჩვენი იმიჯი.პერსონა ეს არის 1ლი არკანი „მაგი’’. „მაგს’’ შეუძლია სიტუაციის კონტროლი, სიტუაციაზე მორგება, თანაც ისე, რომ ყველასთვის სასურველი დარჩეს და სწორედ ამიტომაც აქვს მაღალი პრესტიჟი. მისით ყველა აღტაცებულია.

იუნგი ამბობდა,რომ არქეტიპების რაოდენობა არ არის ფიქსირებული. შეიძლება მოხდეს არქეტიპების გაერთიანება ან გადაფარვა. სწორედ ამიტომაც შეუძლებელია ზედმიწევნით აღვწეროთ ყველა სხვა არქეტიპი. თუმცა მკითხველის დასარწმუნებლად მოვიყვან რამდენიმე მაგალითს.

ბავშვი
ფსიქოანალიზი და ტაროლოგიაბავშვი რა თქმა უდნა,უმწიკვლობასთან, მხიარულობასთან ასოცირდება. ბავშვის ფენომენი ეს არის 6 თასი,რომელიც ტაროში განასახიერებს წრფელ სიყვარულს,სუფთა გრძნობებს, ემოციებს და ცხოვრების ხალისს.
ბრძენი
ფსიქოანალიზი და ტაროლოგია
ბრძენი გაიგივებულია ცოდნასთან და ამასთანავე დამოძღვრასთან. ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, ისევე როგორც დამოძღვრა და სწორ გზაზე დაყენება ტაროში აქცენტირებულია მე-5 არკანი „იეროფანტით’’ .სწორედ ეს არკანი იმეორებს ამ არექტიპს.

შეჯამება: როგორც ხედავთ ის ცოდნა რაც დღეს ფსიქოლოგიაშია, მასზე გაცილებით დიდი ხნის წინათ იყო გადმოცემული ტაროში. რა თქმა უნდა,ეს სტატია არ ისახავს მიზნად ფსიქოლოგების დისკრიმინაციას. პირიქით, ეს უნდა იყოს მათთვის მოტივაცია, რომ დაკავდნენ ტაროლოგიის შესწავლით. ასე უკვე ბევრი პრაქტიკოსი ფსიქოლოგი თუ ფსიქოთერაპევტი იქცევა მსოფლიო მასშტაბით. ტარო ეს ის ფენომენია, რომლის სწავლა არასდროს სრულდება და როგორც ხედავთ იმაზე უფრო რეალურია, ვიდრე ბევრს წარმოედგინა. ყველაფერი ამის გათვალისწინებთ უნდა აღვნიშნოთ, რომ ტაროლოგია ეს არის გასაღები ნებისმიერი ადამიანის ცნობიერების გამოკვლევისთვის. რა თქმა უნდა,ყველა ტაროლოგს არ შეუძლია ამ განხრით მუშაობა. ტაროს დახმარებით ფსიქოანალიზი ეს ძალიან დიდი თემაა, რომელიც ტაროლოგიის ერთ-ერთ განხრას წარმოადგენს. სტატიის ბოლოს კი უნდა აიღნიშნოს, რომ ტარო უნივერსალური ინსტრუმენტია და ის მხოლოდ ფსიქოლოგიასთან გადაკვეთებით არ შემოიფარგლება.

წყარო: geoastro.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები