ფეხბურთელი პირდაპირ მატჩის დროს დააკავეს (ვიდეო)

ბრაზილიის მესამე დივიზიონის გუნდებს, „საპუკაიენსის“ და „ფაროუპილიას“ შორის საფეხბურთო მატჩის დროს პოლიციამ ფეხბურთელი მარლონ ნატანაელი დააკავა. ამის შესახებ გამოცემა Globo Esporte იუწყება.
დაკავების მომენტში 21 წლის ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა. შეხვედრა მე-15 წუთზე შეწყდა.
დაკავებული ფეხბურთელი ადამიანების გატაცებაში და ძარცვაშია ეჭვმიტანილი. შარშან პოლიციამ ის ავტომობილის გატაცებისთვის დააკავა.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=cVdDk-Ao9f8[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები