ფერადი თმა და ორნელა მუტის ახალი იმიჯი (ფოტო)

 

ორნელა მუტი საზოგადოების წინაშე ახალი იმიჯით წარდგა. 61 წლის მსახიობმა გარისკა და თმა იასამნისფრად შეიღება. მან თმა სუპერმოდური ტექნიკით – ბალაიაჟით შეიღება – ეს ვერტიკალური მელირებაა მუქიდან ღია ფერზე რბილი გადასვლებით. მუტი რომში მსოფლიოში პირველი ბუტიკი-სასტუმროს გახსნას დაესწრო. სასტუმრო მოდის სახლმა Fendi-მ გახსნა.
ორნელა მუტი ახალგაზრდობის განმავლობაში გაშლილ თმებს ატარებდა, არ იღებავდა. კარდინალურ ცვლილებებზე კი მსახიობი 50 წლის შემდეგ დათანხმდა. პირველად ქერად შეღებილი ორნელა მუტი 2009 წელს კანში გამოჩნდა, შემდეგ მუტიმ ომბრე გაიკეთა და თმის ბოლოები ვარდისფრად შეიღება. წელს კი მსახიობმა იასამნისფერზე შეაჩერა არჩევანი.

კომენტარები

სხვა სიახლეები