„ფეისბუქი“ და „გუგლი“ თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის უფლებას წლის ბოლომდე მისცემენ

„ფეისბუქი“ და „გუგლი“ საკუთარ თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის უფლებას წლის ბოლომდე მისცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
Google-მა თავდაპირველად განაცხადა, რომ იგი შეინარჩუნებს სახლიდან მუშაობის პოლიტიკას პირველ ივნისამდე, მაგრამ გაახანგრძლივა მათთვის, ვისაც შეუძლია, დისტანციურად იმუშაოს.
კომპანია „ფეისბუქმა“ განაცხადა, რომ ოფისების მუშაობას 6 ივლისიდან აღადგენს, მაგრამ თანამშრომლებს უფლება ექნებათ, 2020 წლის ბოლომდე, სურვილის შემთხვევაში, დისტანციურად იმუშაონ.

“მას შემდეგ, რაც თანდათანობით ოფისების გახსნა დაიწყო, კომპანიები იმ დილემის წინაშე დგანან, რომ ყველას არ სურს, დაუყოვნებლივ დაბრუნდეს. სახლიდან მუშაობის გაგრძელება კი ბევრს უნდა”, – წერს “ბიბისი”.

მათთვის, ვინც ოფისებში დაბრუნდება, სპეციალური ზომები იქნება მიღებული: ადამიანებს შორის ორმეტრიანი დისტანცია, თერმოსკრინიგი და დახურულ სივრცეში პირბადის ტარება.

კომენტარები

სხვა სიახლეები