ფარშირებული კვერცხი

 

ინგრედიენტები:
კვერცხი (მოხარშული) – 5 ცალი,
ორაგული – 150 გრ,
მაიონეზი, ქინძი.

მომზადების წესი: კვერცხი შუაზე გავჭრათ. გული ამოვაცალოთ და ცალკე თასში მოვათავსოთ. ქინძი წვრილად დავჭრათ და კვერცხის გულს მოვაყაროთ. შემდეგ მაიონეზი მოვასხათ და კარგად ავურიოთ. მიღებული მასით კვერცხი ამოვავსოთ. ორაგული თხლად დავჭრათ, რულეტის ფორმა მივცეთ და კვერცხს დავადოთ. ბოლოს ქინძით გავაფორმოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები