ფანქეიქი

ინგრედიენტები: ნაღები (10%) – 500 მლ; .კვერცხი – 3 ცალი; შაქარი – 5 ს/კ; ფქვილი – 300 გრ; ვანილი, სოდა ძმრით, მარილი. მომზადების წესი: კვერცხი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ მარილი, შაქარი, ვანილი, (დარიჩინი გემოვნებით) სოდა, ნაღები და ფქვილი. მოზრდილი კოვზით დავასხათ ცომი გახურებულ, უცხიმო ტაფაზე. გამომცხვარ ფანქეიქებს შეგიძლიათ დაადოთ კარაქის ნაჭერი და მოვასხათ სიროფით ან მურაბა.

კომენტარები

სხვა სიახლეები