უსახლკარო, რომელსაც უამრავი ერთგული მეგობარი ჰყავს – რა მოხდა სავადმყოფოში

ბრაზილიაში “ალტო ვერეს” საავადმყოფოში უსახლკარო მამაკაცი, სახელად ცეზარი, ჯანმრთელობის პრობლემების გამო მივიდა. მედპერსონალს ის მარტოხელა ეგონა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, სულაც არ ყოფილა ცეზარი მარტო – საავადმყოფოს შესასვლელ კარში მეგობრების მთელი არმია მოუთმენლად ელოდა მის უსაფრთხოდ დაბრუნებას.
როგორც საავადმყოფოს მორიგე ექიმები ამბობენ, მიუხედავად ცეზარის მატერიალური სიდუხჭირისა, ის ძალიან მდიდარია თავისი მეგობრებით.
ერთ-ერთი მორიგე რეზიდენტი, მამფრინი დაინტერესდა ფაქტით და ცეზარს ყველაფერი გამოკითხრა. როგორც აღმოჩნდა, უსახლკარო მამაკაცი საკუთარ თავზე მეტად ამ მიუსაფარ ძაღლებზე ზრუნავს და ხშირად საკუთარ მცირე ულუფასაც მათ უნაწილებს.
“ალტო ვერეს” მედპერსონალი გულითადად გაუმასპინძლდა უსახლკაროს, არც მისი ერთგული მეგობრები დატოვეს უყურადღებოდ. თუმცა ცეზარმა მისთვის განკუთვნილი ულუფის მხოლოდ მცირე ნაწილი მიირთვა, დანარჩენი კი, სავარაუდოდ, ძაღლებისთვის გადაინახა.
მამფრინმა მოგვიანებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, ცეზარის და მისი მეგობრების სურათით.
“მას საუკეთესო კამპანია ჰყავს თავის გვერდით. მე არ ვიცი, რატომ ცხოვრობს ის ქუჩაში ან როგორია მისი ცხოვრება, მაგრამ ვიცი ერთი,ის ყველაზე მდიდარი ადამიანია და პატივსვცემ მის ასეთ გულწრფელ დამოკიდებულებას მიუსაფარი ძაღლებისადმი… ნეტავ, ყველა მისნაირი იყოს”, – წერს მამფრინი “ფეისბუქში”

კომენტარები

სხვა სიახლეები