უმუშევარმა 4 შვილის დედამ გამაოგნებელი საჩუქარი მიიღო!

მერი ჰოლმსი ამერიკაში, ჩრდილოეთ კაროლინაში ცხოვრობს, ის ოთხ შვილს მარტო ზრდის . მას არც სამსახური არ აქვს და საკმაოდ უჭირს. თუმცა ახლახან მას ძალიან გაუმართლა – მან ლატარეაში საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა მოიგო . თანხა 188 მილიონი დოლარს შეადგენს .
მერის თქმით, გაოგნებულია ბედის ამ საჩუქრით. ახლა აღარ მოუწევს გამუდმებით იმაზე ფიქრი, როგორ არჩინოს ბავშვები. ჟურნალისტებს გაანდო, რომ ახალი სახლის, მანქანის ყიდვა უნდა, ბავშვების კოლეჯში გაშვება. მოგების მეათედ ნაწილს კი იმ ეკლესიას შესწირავს, რომელშიც დადის.
ამბობს, რომ სურს ყველაფერი საუკეთესო მისცეს ბავშვებს, ასევე სურს მათ ესმოდეთ, რომ ფულმა არ უნდა შეცვალოს ადამიანი, ფული მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალებაა.

კომენტარები

სხვა სიახლეები