ტყიბულელმა სამართალდამცველებმა გზაზე გავლის გამო ძროხა დააკავეს

მანანა მუშკუდიანის თქმით, ტყიბულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ძროხა სამი დღის წინ დააკავა და ის ამ დრომდე პირუტყვების წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული.

ძროხის მეპატრონის თქმით, პირუტყვი იმის გამო დააკავეს, რომ ცენტრალურ გზაზე გაიარა.
“სამი დღეა ძროხა უჭმელია, დააკავეს იმის გამო, რომ ცენტრალურ გზაზე გაიარა. პირუტყვი მაკედაა და სამ დღეში უნდა მოიგოს. გამგეობაში მივედი და ყურადღებას არ მაქცევენ. მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ-დეპუტატს დავურეკე, ის დახმარებას დამპირდა, თუმცა, ამ დრომდე ვერ დავიხსენი ძროხა”,- ამბობს მანანა მუშკუდიანი.
შეგახსენებთ, რომ იმერეთის მუნიციპალიტეტებში, უმეთვალყურეოდ დარჩენილი პირუტყვი, შესაბამის სამსახურებს სპეციალურ შენობებში გადაჰყავთ, სადაც ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები