ტრამპი ინაუგურაციის ტექსტს პირადად წერს – სოც. ქსელებში არჩეულ პრეზიდენტს დასცინიან

​აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერში ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც მიაწერა, რომ ის ინაუგურაციის ტექსტს წერს. ამ ფაქტმა სოციალური ქსელების მომხმარებელთა ხუმრობები გამოიწვია. ზოგიერთი წერს, რომ ტრამპს, რატომღაც, მარკერი თავდახურულ მდგომარეობაში აქვს და ასე წერა შეუძლებელია. სხვები კი წერენ, რომ „ინაუგურაციას მისტერ ტრამპი და მისის დონალდ პუტინი დაესწრებიან”.

​ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს ვაშინგტონში გაიმართება. ტრამპის მოწინააღმდეგეები მისი ჩაშლით იმუქრებიან.

კომენტარები

სხვა სიახლეები