ტრაგედია ფეისბუქლაივისას – გოგონები, რომლებმაც  საკუთარი სიკვდილი გადაიღეს

​მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, სოციალურ ქსელ ფეისბუქის ახალი ფუნქცია – პირდაპირი ეთერი, იგივე “ლაივი” უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ადამიანები მობილური ტელეფონებიდან ფეისბუქის დახმარებით პირდაპირ ერთვებიან სახლიდან, სამსახურიდან, ქუჩიდან, მათ შორის ტრანსპორტიდანაც, იმ დროსაც კი, როდესაც პარალელურად მანქანას მართავენ. ამ დროს კი ნაკლებად ვაანალიზებთ იმ საფრთხეს, რომელიც შესაძლოა “ლაივმა” მოგვიტანოს. სწორედ მსგავსი რამ შეემთხვა პენსილვანიელ ბრუკ მირანდა ჰუჯს, რომელიც ავტომობილის მართვის პარალელურად ფეისბუქის პირდაპირ ეთერს რთავდა, რისი შედეგიც ფატალური გამოდგა, გოგონა თანამგზავრთან, მეგობარ 19 წლის სანია მორისონ ტომთან ერთად ავარიაში მოჰყვა. სამწუხაროდ, ორივე დაიღუპა. მათ მანქანას უკნიდან ტრაილერი დაეჯახა. შემთხვევა პენსილვანიაში, ღამით მოხდა. რვაწუთიან ვიდეოში, რომელიც მომხდარ ამბავს ასახავს, ისმის გოგონების ხმა და ასახულია შეჯახების მომენტიც… ვიდეოში ჩანს, როგორ ნათდება ავტომობილი შიგნიდან და ისმის დამუხრუჭების ხმა, მომდევნო 7 წუთი მანქანაში სიჩუმე და სიბნელეა, შემდეგ კი ისმის მამაკაცის ხმა და ჩანს მისი სახე დაბურულად. ვიდეო უკვე წაიშალა ფეისბუქიდან და პოლიციის ინფორმაციით, მას გამოძიება გამოიყენებს. მაიკლ ჯეი პარკი – ტრეილერის მძღოლი, ავარიისას არ დაშავებულა.
როგორც Scranton Times-Tribune-ს გამომძიებელმა უთხრა, ჯერჯერობით უცნობია ტრეილერის მძღოლს მოუწევს თუ არა პასუხისგება.
​მომხდარს უკვე გამოეხმაურა ფეისბუქის წარმომადგენლობა. პრესსპიკერ ანდრეა საულის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც უყურებენ ფეისბუქის ლაივვიდეოს და მიიჩნევენ, რომ ეს ვიდეო შეიცავს ძალადობის ნიშნებს ან საფრთხე ემუქრება ვიდეოში მონაწილე პირებს, მოუწოდებენ მაყურებლებს, ვიდეო “დაარეპორტონ”, რის შემდეგაც ფეისბუქი შესაბამის ზომებს მიიღებს.
​”ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ადამიანებს, იმ შემთხვევაში თუ ლაივვიდეოს დროს ადამიანს ხედავენ საფრთხეში, შეატყობინონ სამართალდამცავებს”, – განუცხადა ანდრეა საულმა Scranton Times-Tribune-ს.

წყარო:http://www.kvirispalitra.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები