ტორტი „თოვლის ბაბუა“

ინგრედიენტები: ბისკვიტისთვის: კვერცხი – 9, ფქვილი – 1,5 ჭიქა, შაქარი – 1,5 ჭიქა. კრემისთვის: ნაღები – 1 ლიტრი, შაქარი -2-3 ჭიქა. წითელი დანამატი. ხილი: ბანანი – 3 ცალი, კივი – 4 ცალი, დაკონსერვებული ანანასი – 1 ქილა, შავი მრგვალი შოკოლადი – 2 ცალი, ვარდისფერი მრგვალი შოკოლადი – 3 ცალი.

მომზადების წესი: კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ. შემდეგ ფქვილი დავუმატოთ. 180 გრადუსზე მრგვალ ფორმაში 20-30 წუთი ვაცხოთ.
კრემი: შაქარი და ნაღები ავთქვიფოთ. კრემის მცირე ნაწილს ქუდისთვის წითელი დანამატი შევურიოთ. გამომცხვარი ბისკვიტი შეუაზე გავჭრათ და ანანასის სიროფით დავნამოთ. პირველი ფენა – კრემი, შემდეგ დაჭრილი ხილი, ისევ კრემი, ბისკვიტის მეორე ნაწილი და ისევ იმავე თანამიმდევრობით ვიმეორებთ. ბოლოს კი კრემით თოვლის ბაბუის სახე მოვხატოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები