ტომ კრუზის დედა საენტოლოგებმა გაიტაცეს

ტომ კრუზის დედა დაიკარგა. როგორც ჰოლივუდის ვარსკვლავის მეგობრები ამბობენ, 78 წლის მერი ლი საუსი ჯერ კიდევ აპრილში გაუჩინარდა. ტომ კრუზს ამ ამბის აფიშირება არ სურდა. ბოლოს მერი ლი საენტოლოგიის ცენტრში ნახეს.
ოდესღაც ტომ კრუზი საენტოლოგიის ტაძრის დიდი გულშემატკივარი იყო. საენტოლოგიის სექტამ მსახიობი ღმერთად აღიარა. მისმა რელიგიურმა გატაცებამ ოჯახში უამრავი პრობლემა წარმოშვა. იგი საკუთარ შვილსაც აღარ ნახულობდა. ამის გამო ტომ კრუზმა სექტიდან წამოსვლა გადაწყვიტა. არსებობს მოსაზრება, რომ ტომ კრუზის დედა ტაძრის სწორედ ამ სექტის მიმდევრებმა გაიტაცეს მსახიობის დაშანტაჟების მიზნით.
შეგახსენებთ რომ, დიდი ხანია პრესა ჰოლივუდის ყველაზე მყარი ოჯახის – ტომ კრუზისა და ქეით ჰოლმსის განქორწინების მიზეზებს განიხილავს. მრავალი ვერსიის ფონზე ტომ კრუზის საენტოლოგიით გატაცებაც სახელდებოდა. ეს ვერსია თავად მსახიობმაც დაადასტურა.

კომენტარები

სხვა სიახლეები