ტირამისუ ალკოჰოლის გარეშე

ინგრედიენტები: კვერცხის ცილა – 3 ცალი, კვერცხის გული – 3, შაქარი – 6 სადილის კოვზი, ორცხობილა ,,ქალის თითები“: – გემოვნებით, ყველი მასკარპონე – 500 გრ, კაკაო – გემოვნებით.

მომზადების წესი: კვერცხის გული 6 სადილის კოვზ შაქართან ერთად ავთქვიფოთ და ყველი შევურიოთ, შემდეგ ამ მასას ნელ-ნელა კვერცხის ცილა დავუმატოთ. ცალკე ფორმაში ორცხობილა გახსნილ ყავაში დავალბოთ. შემდეგ ზემოდან მიღებული ყევლის მასა მოვასხათ და ფენა-ფენად ისევ ორცხობილა „ქალის თითები“ – ზემოდან. ბოლოს მოვაყაროთ კაკაო. მაცივარში საათით მოვათავსოთ, სანამ კაკაო არ გამუქდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები