„ტერმინატორი“ ბრუნდება

როგორც ჩანს, ცნობილი „ტერმინატორი“ ეკრანებზე ბრუნდება. როგორც ფილმის მთავარმა გმირმა, არნოლდ შვარცენეგერმა განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ ფილმის მეექვსე ნაწილშიც ის მიიღებს მონაწილეობას. მისი თქმით, ის ელოდება შეთავაზებას როლის შესახებ. „მეექვსე ნაწილი აუცილებლად იქნება, მე მას ველი. იმედი მაქვს, რომ მთავარ როლს ისევ მე შემომთავაზებენ“,- განაცხადა შვარცენეგერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

სხვა სიახლეები