ტერეზა მეი „აბბას“-ს მუსიკაზე აცეკვდა (ვიდეო)

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ მსოფლიოს ყურადღება კვლავ თავისი ცეკვით მიიპყრო. ცოტა ხნის წინ აფრიკაში ვიზიტისას, ლამის მთელი სამყარო მის ცეკვის სტილსა და მოძრაობებს განიხილავდა, დღეს კი მან უკვე „აბბას“ ჰიტზე წაიცეკვა.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი და გავლენიანი ქალი დღეს ბირმინგემში, კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე სიტყვით წარსდგა. ტრიბუნასთან მისი ასვლისას, დარბაზში უკვდავი „აბბას“ ყველა დროის ჰიტი „Dancing Queen“ ჟღერდა. ტერეზა მეი ამ სიმღერის ჰანგებს აჰყვა და საზოგადოების აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.
პრემიერ-მინისტრის მოძრაობებს სოციალურ ქსელსა თუ ევროპულ მედიაში უკვე ყველა განიხილავს, ზოგი მის ცეკვას „რობოტულს“ უწოდებს, თუმცა მეიმ დადებითი გამოხმაურებები საკმაოდ წონიანი პოლიტიკოსებისგანაც უკვე მრავლად მიიღო. მათ შორის, ცოტა ხნის წინ დიდ ბრიტანეთში შვედეთის ელჩმა საკუთარ “ტვიტერზე” მისი საქებარი სიტყვები დაწერა.​
„როგორც შვედეთის ელჩმა, მე მხოლოდ შემიძლია ტერეზა მეის ვუთხრა – ბრავო. ეს იმისთვის, რომ თავისი გამოსვლა კონფერენციაზე „ABBA’“-ს „Dancing Queen“-ით დაიწყო“, – წერს ტობიორნ სოლსტრომი.

კომენტარები

სხვა სიახლეები