ტაილანდში მიმდინარე სამაშველო ოპერაციის დროს, მყვინთავი დაიღუპა

ტაილანდში, გამოქვაბულ თხამ-ლუანგში, სადაც მოზარდები და მათი მწვრთნელი არიან ჩაკეტილები, დაივერი დაიღუპა. ამის შესახებ, სამხედრო მყვინთავების დანაყოფის უფროსმა აფხაკონ იუნგკეომ განაცხადა. „დაღუპული დაივერი, ვეტერანი სამხედრო მოსამსახურე, ყოფილი „ზღვის ლომი“, ამ ოპერაციის მოხალისე იყო. ის გამოქვაბულის უკიდურეს მონაკვეთებში ჟანგბადის ავზების გადატანის სამუშაოს ასრულებდა და აკვალანგში ჰაერის უკმარისობისგან დაიღუპა.“ დანაყოფის უფროსმა დააზუსტა, რომ დაივერი დავალების შესრულების შემდეგ გარდაიცვალა, როდესაც უკვე გასასვლელისკენ მოძრაობდა.
„ჩვენი ამხანაგის დაღუპვის მიუხედავად, ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ბავშვები გავათავისუფლოთ“, – დასძინა კაპიტანმა.
სამხედრო მყვინთავები გამოქვაბულის შორეულ მხარეს ეზიდებიან ჟანგბადის ავზებს, რათა უზრუნველყონ ჰაერში მისი საჭირო პროცენტულობა.
12 მოზარდი ადგილობრივი საფეხბურთო გუნდიდან და მათი მწვრთნელი 32 ივნისს გაუჩნარდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი შვიდი კილომეტრის სიგრძის გამოქვებულში შევიდნენ და მოულოდნელი დატბორვის გამო დატყვებებულები აღმოჩნდნენ. სამძებრო ოპერაცია ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობს, ისინი ცოცხლები, მაგრამ დასუსტებულები იპოვეს. სანამ ტაილანდის ამ პროვინციაში წვიმებია, შესასვლელი გამოქვაბულში წყლით არის დაფარული.

კომენტარები

სხვა სიახლეები