სუფლე „მოზაიკა“

ინგრედიენტები: ნაღები (33-34 %) – 500 გრ, შაქარი – 200 გრ, სხვადასხვა ხილის ჟელე – 5 შეკვრა, ჟელატინი – 40 გრ.

მომზადების წესი: ჟელე მოვამზადოთ, როგორც შეფუთვაზეა მითითებული. სხვადასხვა ჭურჭელში ჩავასხათ და მაცივარში 3-4 საათით მოვათავსოთ. ჟელატინს ადუღებული წყალი დავასხათ და 1 საათით დავტოვოთ. მზა ჟელე კუბიკებად დავჭრათ. ჟელატინი ცეცხლზე დავდგათ, ოღონდ არ ვაცალოთ ადუღება. ნაღები შაქართან ერთად ავთქვიფოთ. შემდეგ ჟელატინი და კუბიკებად დაჭრილი ჟელეები დავუმატოთ. ბოლოს ფორმაში მოვათავსოთ და მაცივარში 3-4 საათით დავტოვოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები