სტუნდენტი იღებდა ფოტოს ყველა იმ კაცთან, რომელიც ქუჩაში სექსს სთავაზობდა

20 წლის ამსტერდამელმა სტუდენტმა, ნოა იანსმა გადაიღო “სელფი” ყველა იმ მამაკაცთან, რომელიც მას სექსუალურად ავიწროებდა. იანსმა 1 თვის განმავლობაში გადაღებული ყველა ფოტო Instagram-ზე გამოაქვეყნა. სტუდენტის თქმით, მამაკაცები მას ქუჩაში აჩერებდნენ და სექსს სთავაზობდნენ.
სტუდენტის თქმით, როდესაც ის მამაკაცებს “სელფის” გადაღებას სთხოვდა, მათ ეს სიამოვნებდათ კიდეც. ის არ ამხელდა ფოტოს გადაღების მიზანს მანამ, სანამ მამაკაცები თავად არ ჰკითხავდნენ ამის შესახებ.
“ძალიან უცნაურია, რომ ადამიანების ნახევარს მსგავს ფაქტებთან შეხვედრა ყოველდღე უწევთ, ხოლო მეორე ნახევარმა არაფერი იცის ამის შესახებ. ასე რომ, მე მინდოდა, მეჩვენებინა ეს ყველასათვის”, – განაცხადა ნოა იანსმამ.
როგორ თავად ამბობს, ფოტოების გამოქვეყნებით, მას არ სურს მამაკაცების შერცხვენა და უბრალოდ, ფაქტს აღნიშნავს.

კომენტარები

სხვა სიახლეები