სპაგეტი სოკოს სოუსით

ინგრედიენტები: სპაგეტი – 200 გრ, ხახვი – 150 გრ, სოკო ( დაკონსერვებული, დაჭრილი ) – 300 გრ, ნაღები – 250 მლ, მწვანილი, მარილი, პილპილი, ზეთი.
მომზადების წესი: სპაგეტი მომხარშოთ. ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვთუშოთ. სოკოს წყალი გადავავლოთ, ხახვს მოსათუშად დავუმატოთ და 10 წუთი ცეცხლზე დავტოვოთ. შემდეგ ნაღები დავუმატოთ, ავადუღოთ და ცეცხლიდან გადმოვდგათ. სპაგეტი თეფშზე გადავიტანოთ და სოკოს სოუსი მოვასხათ. ბოლოს მწვანილი წვრილად დავჭრათ და სოუსს მოვაყაროთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები