„სიმფსონების“ შემქმნელმა ხარი-გეი გადაარჩინა

ირლანდიის ხარი-გეი, მეტსახელად ბენჯი სასაკლაოზე მოხვდებოდა, რომ არა „სიმფსონების“ ერთ-ერთი ავტორი სემ საიმონი. „მირორის“ ინფორმაციით, ხარის სასაკლაოზე გაშვება ფერმერმა მას შემდეგ გადაწყვიტა, როდესაც გაიგო, რომ მისი ხარი დედლებით არ ინტერესდება.

ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც ცხოველებს ეხმარებიან, ფერმერისგან ბენჯის გამოსასყიდად ფული შეკრიბეს. თანხა 250 მეტმა ადამიანმა გაიღო. მათ შორის ცნობილი „სიმფსონების“ თანაავტორი სემ საიმონიც აღმოჩნდა. მან  განსაკუთრებით დიდი რაოდენობის თანხა გაიღო. ამერიკელის შემოწირულობამ თითქმის 8 000 დოლარი შეადგინა.

„რა თქმა უნდა, ყველა ცხოველი, ასე თუ ისე, ხორცინდუსტრიის მსხვერპლი გახდება. თუმცა ხარის მოკვლა იმის გამო, რომ ის გეია, ორმაგი ტრაგედიაა. ძალიან არ მინდა, რომ ბენჯისგან ბურგერი გაკეთდეს“, – განაცხადა საიმონმა.

ცნობისთვის, ბენჯის გამოსყიდვა 14 000 დოლარის სანაცვლოდ გახდა შესაძლებელი. უახლოეს მომავალში ხარს ერთ-ერთ ბრიტანულ ნაკრძალში გადაიყვანენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები