სილამაზის ონლაინ კონკურსის გამარჯვებული მაშო მარტინელოა (ფოტოკოლაჟი)

“კვირა+”-ის ონლაინ სილამაზის კონკურსის გამარჯვებული მაშო მარტინელო გახდა. “კვირა+” გაესაუბრა გამარჯვებულს, რომელმაც თავის ცხოვრებაზე და მის კარიერაზე ისაუბრა. მაშო 20 წლისაა. დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოში ჩამოვიდა. 4 წელი ბელგიაში ცხოვრობდა, სადაც “ხელოვნების და დიზაინის” კოლეჯი დაამთავრა. მისი ოცნება მსახიობობა, ან ფოტომოდელობაა. უყვარს ფილმების ყურება და ცდილობს, თავისუფალი დრო დედასთან ერთად  გაატაროს.
“ბავშვობაში მინდოდა ფოტომოდელი ვყოფილიყავი. ბელგიაში ცხოვრების დროს ტრამვაიში ერთმა პროდიუსერმა და ფოტოგრაფმა შემამჩნია. ერთი გადაღება გვქონდა, შემდეგ ჰოლანდიაში მიმიწვიეს, მაგრამ ცუდი პერიოდი დამემთხვა მორალურად და აღარ წავსულვარ. იმ გადაწყვეტილებას სულ ვინანებ, მაგრამ მჯერა, რომ შანსი კიდევ მექნება. ჩემი ოცნებაა ცნობილი მსახიობი ან ფოტომოდელი გავხდე. ყველაზე დიდ დროს ფილმებს ვუთმობ. საყვარელი მსახიობი მონიკა ბელუჩია, ფილმებიდან Factory Girl-ს და რომან პოლანსკის The Pianist-ს გამოვარჩევდი. ხელოვნება და დიზაინი ჩემი პროფესია არაა, ამას უფრო ჰობს დავარქმევდი. ზოგადად მინდა ყველაფერი ვისწავლო. მომავალში წინასწარ არაფერს ვგეგმავ, უბრალოდ ის ვიცი, რომ ცოტახანი საქართველოში მინდა გაჩერება. მიყვარს ცვლილებები და ვერასდროს ვერ ვძლებ ერთ მდგომარეობაში. დაოჯახებული არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ,” – განაცხადა “კვირა+”-თან მაშო მარტინელომ.
15128676_2005926572967241_1235662319_n 15129839_2005928612967037_1107665284_n 15129982_2005926479633917_174394659_n 15134159_2005933126299919_1251757467_o 15134457_2005926552967243_272622075_n 15139302_2005926512967247_1726967556_n 15139639_2005926586300573_6117422_n 15139641_2005928436300388_237014520_n 15151019_2005928546300377_1669370519_n 15151088_2005926662967232_1832479881_n 15151470_2005928432967055_1973278049_n 15151541_2005928619633703_485657147_n 15152410_2005926559633909_1412777359_o 15174579_2005926506300581_1062836594_n 15174600_2005926656300566_1690716433_n 15174605_2005926592967239_84419359_n 15175336_2005926482967250_1624529167_n 15175631_2005926602967238_674802656_n 15183931_2005928629633702_731792982_o 15208012_2005926679633897_2075469556_n 15211713_2005933129633252_1371189531_n

კომენტარები

სხვა სიახლეები