სიახლე ერთგული ქვრივებისთვის: ვიბრატორი, გარდაცვლილი ქმრის ფერფლით (ფოტოკოლაჟი)

ჰოლანდიელმა დიზაინერმა, მარკ სტურკენბუმმა თავისი ახალი გამოგონება საზოგადოების წინაშე მილანში, დიზაინის გამოფენაზე წარადგინა. მას “ხსოვნის ყუთი” ან “21 გრამი” ჰქვია. მოწყობილობა უნუგეშო ქვრივებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც გარდაცვლილ ქმრებს ხანგრძლივად გლოვობენ. ყუთის მთავარი მოწყობილობა ვიბრატორი გახლავთ, რომელშიც მოთავსებულია, გარდაცვლილი ქმრის ფერფლით სავსე, ოქროს კაფსულა.

გარდა ამისა, ყუთში მოთავსებულია საყვარელი მეუღლის პარფიუმით სავსე ფლაკონი და მუსიკის მოსასმენი მოწყობილობა. ყუთი იკეტება საკეტით, რომელსაც მოდური კულონის ფორმა აქვს.

ვიბრატორში ეტევა ზუსტად 21 გრამი ფერფლი. მეცნიერების დასკვნით, სწორედ ამდენს იწონის ადამიანის სული.
დიზაინერმა თავისი გამოგონების შესახებ თქვა: ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, მონატრების ერთ-ერთი ასპექტი ინტიმური ურთიერთობაა. კაფსულა იძლევა საშუალებას, ქვრივმა შეინახოს საყვარელი ადამიანის 21 გრამი ფერფლი და ამით ხაზი გაუსვას მის მიმართ ლტოლვისა და ვნების მუდმივობას.

წყარო

 

კომენტარები

სხვა სიახლეები