სექს-შანტაჟისთვის „რეალის“ თავდამსხმელი დააკავეს – ბენზემას 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება (ფოტოკოლაჟი)

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი და საფრანგეთის ნაკრების წევრი კარიმ ბენზემა, პოლიციამ მისივე კოლეგის დაშანტაჟებისთვის დააკავა. ინფორმაციას ტელეკომპანია BBC ავრცელებს.12202234_1067007863332714_2034348570_n საქმე სექს-სკანდალს ეხება. ბენზემა იმავე საფრანგეთის ნაკრების წევრის, მოსკოვის „დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველის – მეტიე ვალბუენას დაშანტაჟებას სექსუალური მოტოვით ცდილობდა.
„ასოშიეტიდ პრესის“ ინფორმაციით, ფეხბურთელი დღეს დილით მას შემდეგ დააკავეს, რაც პარიზის პოლიციის განყოფილებაში ზარი შევიდა. გამოძიება ვალბუენას დაშანტაჟებაზე, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო.
12212058_1067007826666051_1624452639_nმანამდე ამავე საქმეზე დაკავებული იყო კიდევ 4 ადამიანი, მათ შორის კრასნოდარის „კუბანის“ ყოფილი ფორვარდი – ჯიბრილ სისე. გამოძიება ეჭვობს, რომ ისინი ვალბუენას დაშანტაჟებას ვიდეოფირის საშუალებით ახდენენ, რომელზეც ის სექსის დროსაა აღბეჭდილი.
წყაროს ინფორმაციით, სამართალდამცავებს მოუწევთ იმის მოკვლევაც, თუ რამდენად იყო ბენზემა ჩართუ
ლი ვალბუენასთვის ვიდეოფირის სანაცვლოდ ფულის გამოძალვაში. გამოძიების ვერსიით, ბენზემამ ვარჯიშის დროს თანაგუნდელს მიანიშნა, რომ მას ხელთ აქვს ფირი, რომელიც ინტიმურ კადრებს შეიცავს.
პოლიციას სურს დაადგინოს, იყო თუ არა ეს მინიშნება უბრალო ხუმრობა, თუ საქმე სერიოზულ გამომძალველობას ეხება.

12188774_1067007833332717_442881385_n 12200751_1067007839999383_903364174_n  12212494_1067007856666048_888971686_n12208004_1067007849999382_229491962_n12202390_1067007836666050_832080167_n12212521_1067007843332716_1789702662_n12204646_1067007853332715_167211384_n12207993_1067007846666049_319430424_n12208236_1067007829999384_2063592803_n12210813_1067007859999381_990635298_o

კომენტარები

სხვა სიახლეები