სექსუალური სანტა კლაუსი, რომელიც სულაც არ გავს სანტას

58 წლის ლივერპულელი პოლ ორქარდი სანტა კლაუსის ახალი სარეკლამო კონცეფციის მთავარ გმირად აარჩიეს. თუმცა, მის სანტას სულაც არა აქვს ტრადიციული, ყველასთვის ჩვეული იმიჯი. რომ არა სანტას საფირმო წვერი, შესაძლოა ბევრი ვერც მიმხვდარიყო თუ ვის ასახიერებს ეს ეშხიანი ასაკოვანი მამაკაცი.
რეკლამის იდეის ავტორებმა ამ სანტას „ჰიპსტერული“ სტილი შეურჩიეს – ე.წ აჭიმებით ტრენდული ბორდოს ფერი შარვალი ჩააცვეს. სექსუალურ სანტას მოშიშვლებული აქვს ზედატანი, რაც მის სექსუალურობას უსვამს ხაზს.
ლივერპულელმა სანტამ უკვე მიიპყრო ბრიტანელების ყურადღება როგორც ბილბორდებზე, ასევე სოციალურ ქსელებში.
როგორც ამავე კომპანიის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, ქალების უმეტესობას სანტა კლაუსი საკმაოდ მამაკაცურად ეჩვენება და მის მიმართ დიდი სიმპატიით არიან განწყობილი. სწორედ ამ განწყობამ წაახალისა იდეის ავტორები, პერსონაჟისთვის ასეთი გარეგნობა შეერჩიათ და რეკლამის სამიზნე აუდიტორია შეეცვალათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები