სელენა გომესმა მარკ ცუკერბერგის ოფისში იმუშავა

 

ფეისბუქის შემქმნელს მარკ ცუკერბერგს ვარსკვლავური სტუმრების მიღება ყოველთვის უხარია. განსაკუთრებით, სელენა გომესის მსგავს სტუმრებს, რომლებიც მარკთან „სამუშაოდ“ ჩადიან. სელენა ცუკერბერგის ოფისში პალო-ალტოში სან-ხოსეში გამართული კონცერტის შემდეგ ჩავიდა. კონცერტი სელენა გომესის საგასტროლო ტურის The Revival Tour ფარგლებში ჩატარდა.
სელენამ სოციალურ ქსელში მარკთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და მიაწერა: „როდესაც ბოსს შეხვდი და ძალიან პატარა ოფისში მაღალი ტექნოლოგიების შესახებ ესაუბრე“.
იგივე ფოტო ცუკერბერგმაც გამოაქვეყნა. „ინსტაგრამის ყველაზე დიდი ვარსკვლავი ჩვენს ყველაზე პატარა ოთახში. მადლობა, რომ შემოგვიარე!“, – დაწერა ცუკერბერგმა.

13219554_1187094331330803_1099625535_n

კომენტარები

სხვა სიახლეები