საშობაო ღვეზელი

ინგრედიენტები: რძე – 500 მლ, ყველი – 500 გრ კვერცხი – 6 ცალი, მარგარინი – 50გრ, საფუარი -1 სადილის კოვზი. ფქვილი.

მომზადების წესი: კვერცხი მოვხარშოთ, გავფცქვნათ და მრგვალად დავჭრათ. რძე ცეცხლზე დავდგათ, საფუარი ჩავაყაროთ და 10 წუთით დავტოვოთ. როცა რეაქციაში შევა, ერთი ცალი კვერცხი, გამდნარი მარგარინი და მარილი დავუმატოთ. შემდეგ კი ნელ-ნელა ფქვილი შევაზილოთ და ამოსასვლელად დავტოვოთ. ცომი 2 -ჯერ გადავზილოთ. შემდეგ მრგვალად გავაბრტყელოთ, გულში ყველი და დაჭრილი კვერცხი მოვათავსოთ, ცომის მეორე ნახევარი ზემოდან გადავაფაროთ და კუთხეები შევუკრათ. საცხობ ფირფიტას მარგარინი წავუსვათ, სურვილისამებრ, ღვეზელს შეგვიძლია ზემოდან ათქვეფილი კვერცხი წავუსვათ და ღუმელში გამოსაცხობად მოვათავსოთ. ხოლო გამოცხობის შემდეგ კი – კარაქი.

კომენტარები

სხვა სიახლეები