საშინელი ტრაგედიები- ანუ სექსი არაბულად

ისლამურ სამყაროში გამოჩნდნენ ახალგაზრდა სექსოლოგები, რომლებიც ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად ცდილობენ გაარკვიონ, როგორია სექსი არაბულად ჩვენს დროში.
ამიტომაც ლიბანში 30-დღიან კონფერენციაზე ოქსფორდის, კოლუმბიის უნივერსიტეტისა და ბეირუთში ამერიკული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და სასულიერო პირები შეიკრიბნენ.
აღმოჩნდა, რომ ისლამურ ქვეყნებში სიყვარულსა და სექსთან მიმართებაში მიახლოებულიც კი არაფერია, რაც “1001 ღამის ზღაპრებში” წაგვიკითხავს.
ზოგიერთ არაბულ სახელმწიფოში დღემდე შემორჩენილია ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, ქმრის ახლობელ-ნათესავებს უფლება აქვთ, ამოხოცონ პატარძლის მთელი ოჯახი, თუ ეს უკანასკნელი ქალწული არ აღმოჩნდება. თანაც, შარიათის სასამართლო დამნაშავეს მხოლოდ პირობით სასჯელს მიუსჯის, რადგან პატარძლის უბიწოება ასეთ მძიმე დანაშაულს ამსუბუქებს.
“ღირსების გამო ჩადენილი მკვლელობები” ასევე ძალზედ გავრცელებულია ახლო აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში და ეს ხდება ისევ და ისევ იმ ქალების გამო, რომელთაც უბიწოება ქორწინებამდე დაკარგეს.
იორდანიაში ყოველდღიურად 20 ასეთი მკვლელობა ხდება, იემენში კი – 400-ამდე. თანაც იქ, როგორც მოგზაურები ყვებიან, არსებობს კუნძული, სადაც სპეციალურად ააგეს “სიკვდილის კოშკი” – იქ ნავებით მიჰყავთ ქორწინებამდე ქალიშვილობადაკარგული პატარძლები ან ქმრის მოღალატე ახალგაზრდა ქალები და სიმაღლიდან ყრიან პირდაპირ ქვის ლოდებზე.
თუ საწყალი მაშინვე მოკვდა, გაუმართლა, მაგრამ არის შემთხვევები, როცა დამტვრეული ქალები მზის გულზე უმოწყალოდ ყრიან, ირგვლივ კი უამრავი გვამია. განწირული და მომაკვდავი ქალების საშინელი ყვირილი უახლოეს დასახლებამდე მიდის, თუმცა მათ არავინ შველის.
მაროკოში, თუ ქალი უკანონო შვილს გააჩენს, ის სპეციალურ თავშესაფარში მიჰყავთ და ქალის მთელ ოჯახს უზარმაზარ ჯარიმას აკისრებენ, ახალგაზრდა დედას კი 6 თვით ციხეში სვამენ.
ნებისმიერი არაბული ქვეყნის კანონი ასევე მკაცრად სჯის ჰომოსექსუალებსა და ლესბოსელებს. ცისფერებს ასაჭურისებენ, ლესბოსელებს კი – ენას აჭრიან.
თუმცა ზემოხსენებული კონფერენციის განმავლობაში გამოიკვეთა, რომ თანამედროვე ახალგაზრდობა ყველანაირად გვერდს უვლის ამ შუასაუკუნეებისდროინდელ კანონებს და ოფიციალური მორალი ხშირად არანაირად არ ესადაგება იმას, რაც ისლამური საზოგადოების ინტიმურ სფეროში დღეს სინამდვილეში ხდება.
მოსახლეობის უკანასკნელი გამოკითხვით, ცნობილი გახდა, რომ ლიბანში გასათხოვარი ქალების 50% ქალიშვილი არ არის და ამის გამო ხმაურს არავინ ტეხს.
ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ არაბულ სამყაროში ამის წარმოდგენა შეუძლებელი იყო. როგორც ჩანს, დასავლეთის გავლენა აქ იმდენად დიდია, რომ დღითიდღე ჩნდება სექსუალური რევოლუციის ნიშნები: ტელეარხები აღარ ერიდებიან გაუშვან გადაცემები სექსზე, უჩვენებენ ეროტიკულ ფილმებს, მომრავლდნენ ჰომოსექსუალები და ლესბოსელები და ასე შემდეგ…
ქალები მეტად ემანსიპირებულები გახდნენ, აღარ არიან ქმრებზე დამოკიდებულები, აქვთ საკუთარი ბიზნესები ან პოლიტიკოსებიც კი ხდებიან. რა თქმა უნდა, ტრადიციების სრულად აღმოფხვრა მაინც შეუძლებელია, მაგრამ საინტერესოა, რომ ერთმა ეგვიპტელმა ჟურნალისტმა უცხოურ ტელევიზიას განუცხადა, მუსულმანურ სამყაროში მამაკაცები და ქალები ჯერჯერობით მოქმედებენ პრინციპით: დამნაშავეა არა ის, ვინც მოიპარა, არამედ ის, ვინც დაიჭირესო.

წყარო: http://galanews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები