„საქართველოში მინდა” – რუსული ვებგვერდი საქართველოს ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს

რუსულმა გამოცემა adme.ru-მ ვებგვერდზე საქართველოს ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა.
“ამ პატარა, საოცარ ქვეყანაში წლის ნებისმიერ დროს სასიამოვნოდ გატარება შეგიძლიათ. საქართველოში ხომ ყველაფერია. ზამთარში შეგიძლიათ ესტუმროთ სათხილამურო კურორტებს, ან დაიპყროთ კავკასიონის მთები. თბილისის ყოველი ქუჩა რაღაც ისტორიას ინახავს. არ მოგბეზრდებათ ვიწრო ქუჩებში ხეტიალი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში შემორჩენილია ძველი ტრადიციები, თანამედროვეობასაც არ კარგავს. იქ მრავლად არის კლუბები, ბარები და რესტორნები, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ გართობა. თუ თქვენ საინტერესო და ემოციებით სავსე მოგზაურობა გსურთ, საქართველო სწორედ ის ადგილია”, – წერს გამოცემა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები