საუდის არაბეთში 40 აქლემი ბოტოქსის გამოყენების გამო სილამაზის კონკურსიდან მოხსნეს

საუდის არაბეთში   მეფე აბდულაზიზის სახელობის სილამაზის  კონკურსიდან რომელშიც მონაწილეობას აქლემები იღებენ
40 აქლემი  მოხსნეს  რადგან მათ ბოტოქსი გამოიყენეს.
ყოველწლიური სილამაზის კონკურსის ჟიური აქლემების გარეგნობას აფასებს, მოგებული კი 66 მილიონ დოლარს იღებს. ამასთანავე, კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლიათ აქლემებს, რომლებსაც სახის დაჭიმვა, ფილერები ან ჰორმონალური ინიექციები აქვთ გაკეთებული.
წელს კონკურსის ჟიურიმ თაღლითობის აღსაკვეთად თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენა, რის გამოც დისკვალიფიკაცია ამდენ აქლემს შეეხო.

კომენტარები

სხვა სიახლეები