საუდელმა თერაპევტმა ცოლის ცემის სწორი მეთოდიკის შესახებ ვიდეოკურსი შექმნა (ვიდეო)

საუდელმა ოჯახურმა თერაპევტმა და ფსიქოლოგმა ჰალედ ალ საკაბიმ ცოლის ცემის სწორი მეთოდიკის შესახებ ვიდეოკურსი შექმნა. ამის შესახებ „ინდეფენდენტი“ იტყობინება. ვიდეოგაკვეთილს საკაბი იწყებს იმაზე საუბრით, რომ „შეკითხვა, როგორ სცემო ცოლი, რთულია და არაერთმნიშვნელოვანი. გამოუცდელებს ამ გზაზე ბევრი საფრთხე ელით“. თუმცა ექიმი ასევე ამატებს: „თუ ალაჰის ნება იქნება, ჩვენ ამ ხიდზე დაუბრკოლებლად გავივლით“.
ალ საკაბი მსმენელს უმტკიცებს, რომ ცოლის ცემა იმისთვისაა საჭირო, რომ მას სწორი საქციელი ასწავლოთ. ექიმის თქმით, ამის გაკეთება რისხვის და სიბრაზის გარეშე უნდა ხდებოდეს, ამასთან, „ისლამის დებულების დაცვაა“ საჭირო. არ შეიძლება ჯოხების ან ბლაგვი საგნების დარტყმა, თუმცა შესაძლებელია შეხვეული ცხვირსახოცის, ან ხის ტოტებისგან დამზადებული სპეციალური კბილის ჯაგრისის გამოყენება.13214463_1186214131418823_125260475_o
ექიმი ასევე აღნიშნავს, რომ ზოგიერთი მამაკაცი ჯოხს იყენებს, რაც ძალიან ცუდია. მიზანი ხომ ისაა, ცოლი მიხვდეს, რომ ქმართან მართალი არ იყო. საამისოდ ასევე საჭიროა ცოლისთვის მისი უფლებებისა და ვალდებულებების შეხსენება ალაჰის ნების შესაბამისად.
„სამწუხაროდ, ახლა ბევრ ცოლს უნდა, რომ მამაკაცთან თანაბარი იყოს. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა“, – მიიჩნევს თერაპევტი.
შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის ქალების უფლებები შესამჩნევად შეზღუდულია. მათ მანქანის ტარება ეკრძალებათ, გარდა ამისა, მამაკაცის სიტყვა გადამწყვეტია ისეთ ასპექტებში, როგორიცაა ქორწინება, მოგზაურობა და უმაღლესი განათლების მიღება.

 [youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები