სასჯელი გაუპატიურებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

გაუპატიურება სექსუალური ხასიათის დანაშაულთა შორის ყველაზე მძიმეა. ის მსხვერპლის ფსიქიკასა და ცნობიერებაში წარუშლელ კვალს ტოვებს.
ასეთი ფაქტების 85% სამართალდამცავი ორგანოებისთვის უცნობი რჩება, რადგან პოლიციას დაზარალებულთა მხოლოდ 10-15% მიმართავს. ერთად ვნახოთ, სად როგორი სასჯელია სექსუალური სახის დანაშაულისთვის.

1. ჩინეთი

გაუპატიურებაში ბრალდებულს სიკვდილით ან კასტრაციით სჯიან.

2. ჩრდილოეთი კორეა

მოძალადეს დახვრეტა ელის. ამასთანავე, დაზარალებულს შეუძლია, განაჩენის აღსრულების პროცესში მონაწილეობა მიიღოს.

3. ავღანეთი

სექსუალურ დანაშაულში ბრალდებულს სასიკვდილო განაჩენი ელის.

4. რუსეთი

გაუპატიურება 3-დან 30 წლამდე პატიმრობით ისჯება.

5. ეგვიპტე

დამნაშავეს საჯარო ჩამოხრჩობა ელის.

6. ნიდერლანდები

აქ ძალდატანებით კოცნაც კი სექსუალური სახის დანაშაულად ითვლება და 4-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

7. ირანი

დამნაშავეს ჩამოხრჩობა, დახვრეტა, წამება ან სამუდამო პატიმრობა ელის.

8. საუდის არაბეთი

ბრალდებულს სასამართლო პროცესის დასრულებისთანავე, დახვრეტა ელის.

9. ისრაელი

მოძალადეს აქ 4-დან 16 წლამდე პატიმრობა ელის.

10. არაბეთის გაერთიანებული საამიროები

დამნაშავეს განაჩენის გამოტანიდან შვიდი დღის შემდეგ სიკვდილი ელის. თუმცა სასჯელის აღსრულების წინ ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან დამშვიდობების საშუალება ეძლევა.

წყარო:https://www.funtime.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები