სასაცილოა, ბავშვის ტირილის გამო გადაცემა დაიხუროს – ლელა მებურიშვილი

“ეგ სასაცილოა, როგორ შეიძლება, ბავშვმა იტირა და ამის გამო გადაცემა დაიხუროს. მგონია, რომ არაფერი საშინელება არ მომხდარა გუშინ”, – ამის შესახებ მსახიობმა და ტელეწამყვანმა ლელა მებურიშვილმა “იმედის” გადაცემა “დღის შოუს” გუშინდელი ეთერის შესახებ “პრაიმტაიმნიუსთან” საუბრისას აღნიშნა.
მსახიობი აღნიშნავს, რომ გადაცემის გუშინდელი ეთერის გამო, საზოგადოებაში გამოწვეულმა უარყოფითმა დამოკიდებულებამ, ქართველების სტერეოტიპულობა კვლავ გამოავლინა.
“ეგ სასაცილოა, როგორ შეიძლება, ბავშვმა იტირა და ამის გამო გადაცემა დაიხუროს. მგონია, რომ ასეთი საშინელება არ მომხდარა გუშინ. მთავარი არის ის, რომ ბავშვი არის კარგად, ზუსტად 2 წუთში შეჭამა, დაიძინა და მთავარია, ძალიან ლამაზად და ბედნიერად გამოიყურება. მთავარია, რომ ეს მოვიშალოთ ქართველებმა. ისე გამოლანძღავენ ხოლმე დედას, რომ ქალს დაუკარგავენ ყველაფრის სურვილს. ერთმანეთზეც ხომ შეძლება ვიფიქროთ”, – აღნიშნა ლელა მებურიშვილმა.
ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “დღის შოუს” პირდაპირ ეთერში, ოთხი თვის გოგონას ყური გაუხვრიტეს. ამ ფაქტმა საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია. “ფეისბუქის” მომხმარებლებმა გადაცემის დახურვაც კი მოითხოვეს.

წყარო:primetimenews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები