სამხრეთკორეელები სამსახურიდან დასვენების მიზნით ფასიან ციხეში მიდიან

სამხრეთ კორეის მოქალაქეები სულ უფრო ხშირად სარგებლობენ კომპლეს Prison Inside Me-ს (ციხე ჩემს შიგნით) სერვისით. აქ სამხრეთკორეელებს შეუძლიათ სამსახურის ყოველდღიური რუტინისგან ერთადგილიან საკანში დაისვენონ. მოქალაქეები თავად იცმევენ პატიმრის ტანსაცმელს და იატაკზეც წვებიან. ინფორმაციას ამ უცნაური სერვისის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ციხეში ყოფნა 24 ან 48 საათითაა შესაძლებელი. ციხეში ერთი დღით მოხვედრა 90 დოლარი ღირს. ნებაყოფლობით პატიმარს ყველა პირად ნივთს ართმევენ, საკანში მხოლოდ ხალიჩა, პატარა კარადა, ჩაის სერვისი, კალამი და ფურცლებია.სა
კვებს „პატიმრებს“ პატარა ფანჯრიდან აწვდიან, ისევე როგორც ნამდვილ ციხეში.
ფასიანი ციხე 2013 წელს გაიხსნა, გახსნის იდეა კორეელ ნო ჟი იანს ეკუთვნის. ქალმა ციხის გახსნაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქმარმა ერთხელ უთხრა, რომ სამსახურში წასვლას ერთადგილიან საკანში ყოფნა ურჩევნია.
სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს სამხრეთ კორეის ერთმა მოქალაქემ წელიწადში დაახლოებით 2027 საათი იმუშავა. ამ მაჩვენებლით კორეა მსოფლიოში სამუშაო საათების ხანგრძლივობის მიხედვით ლიდერთა სამეულშია.

წყარო:https://imedinews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები