„სამეფო კარის თამაშების“ ენას მილიონზე მეტი ადამიანი სწავლობს

CNN-ის ცნობით, „სამეფო კარის თამაშების“ ენას მილიონზე მეტი ადამიანი სწავლობს.
ზოგიერთი პერსონაჟი გამოგონილ ენაზე საუბრობს, როგორიცაა, მაგალითად, ვალირიული და დოთრაკიული. ეს ენები სერიალისთვის ლინგვისტმა დევიდ პეტერსონმა გამოიგონა.
სერიალის დაწყებამდე პროდიუსერებმა გადაწყვიტეს, გამოეცხადებინათ კონკურსი, რადგან ,,სამეფო კარის თამაშებისათვის” საჭირო იყო განსაკუთრებული და გამორჩეული ენა.
დღეს ვალირიულს 1,2 მილიონამდე ადამიანი სწავლობს. ის განსაკუთრებით პოპულარულია ბრიტანელებში.

კომენტარები

სხვა სიახლეები