სამარხვო ბოსტნეულის რაგუ

ინგრედიენტები: ყვავილოვანი კომბოსტო – 500 გრ, ყაბაყი – 500 გრ, ბულგარული წიწაკა – 350 გრ, პამიდორი – 300 გრ, ხახვი – 150 გრ, სტაფილო – 150 გრ, მარილი, წიწაკა, ზეთი, მწვანილი.

მომზადების წესი: ხახვი წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვთუშოთ. შემდეგ გახეხილი სტაფილო დავუმატოთ. ყვავილოვანი კომბოსტო გავაცალკეოთ. ყაბაყი და პამიდორი კუბიკებად დავჭრათ. ბულგარული – სირგძეზე. მწვანილი კი – წვრილად. სტაფილოს კომბოსტო, ყაბაყი და წიწაკა დავუმატოთ. თავსახური დავაფაროთ და10 წუთი მოვთუშოთ. შემდეგ პამიდორი ჩავაყაროთ, მარილი და წიწაკა მოვაყაროთ. ბოლოს მზა რაგუს მწვანილი მოვაყაროთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები