სალომე ღვინიაშვილის შვილები ქართველმა ძიძებმა ინგლისში ქურდობისთვის გამოიყენეს

გადაცემა “პრაიმ-შოუში”, რომელიც ბულინგის თემას ეხებოდა, ისაუბრეს ძიძების მხრიდან გამოვლენილ ძალადობაზეც და წამყვანმა და მოდელმა სალომე ღვინიაშვილმა საინტერესო ამბავი გაიხსენა არც ისე შორეული წარსულიდან:
– ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი მშობლისთვის არის ძიძა. ჩვენს საყვარელ ადამიანებს ვუტოვებთ მათ სახლში. მე ნამდვილად გამიმართლა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ. თუმცა სანამ გამიმართლებდა, მქონდა ძალიან ცუდი გამოცდილება.
ინგლისში ცხოვრების პერიოდში გვყავდა ორი ქართველი ძიძა. მაშინ ჩემი უმცროსი შვილი ნიტა იყო სულ რაღაც ხუთი თვის. მე და ზურა გავემგზავრეთ რამდენიმე დღით სხვა ქვეყანაში დასასვენებლად. მოულოდნელად ჩვენმა მეგობარმა დაგვირეკა, რომ ჩვენი ძიძები დააკავეს ქურდობაზე. მაღაზიიდან მოუპარავთ რაღაცეები…
მართლა ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, რადგან ისინი სამი წელი, საკმაოდ კარგ პირობებში ცხოვრობდნენ ჩვენთან და როგორც ოჯახის წევრებს, ისე ვეპყრობოდით. ქურდობის დროს ბავშვები თან ჰყავდათ. ამისთვის გამოიყენეს ბავშვები. ბავშვის სასეირნო ეტლში ჰქონდათ დამალული ტანსაცმელი, რომელიც მაღაზიიდან მოიპარეს. ბავშვების თანდასწრებით მოხდა მათი დაკავება…
სხვათა შორის, ტასო მაშინ იყო ორი წლის იყო და ძალიან დიდი ხანი ჰქონდა შიშები მაღაზიაში შესვლის. ეშინოდა დაცვის, პოლიციის და ა.შ. ჩვენ გადავიხადეთ მერე ჯარიმა, გავათავისუფლებინეთ, ვუყიდეთ ბილეთები და გამოვუშვით საქართველოში. ალბათ, ნანობენ თავიანთ საქციელს…

წყარო:http://sarkenews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები