სალათა ზღვის კომბოსტოთი და ქათმის ფილეთი

ინგრედიენტები:
ზღვის კომბოსტო (დაკონსერვებული) – 200 გრ.
ქათმის ფილე – 300 გრ.
კვერცხი – 3 ცალი,
პური – 150 გრ,
კიტრი – 200 გრ,
მაიონეზი,
მარილი, ზეთი.
მომზადების წესი: ქათმის ფილე და კვერცხი მოვხარშოთ და წვრილად დავჭრათ. პური კუბიკებად დავჭრათ და ზეთში შევწვათ. კიტრიც – კუბიკებად. თასში ყველა ინგრედიენტი მოვათავსოთ. მარილი მოვაყაროთ. შემდეგ მაიონეზი მოვასხათ და კარგად ავურიოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები