სად ცხოვრობს, სად ისვენებს და რა ქონებას ფლობს აშშ-ში მიხეილ სააკაშვილი

სად ცხოვრობს, სად ისვენებს და რა ქონებას ფლობს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიხეილ სააკაშვილი – ამ თემაზე რეპორტაჟი ამერიკაში მცხოვრებმა ჟურნალისტმა, სტენ გრუნსკიმ მოამზადა.
ფლორიდაში ლინის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხის მფლობელი ჟურნალისტი, რომელიც ამერიკის ხმისა და Current Times-ისთვის ამზადებს რეპორტაჟებს, ამბობს, რომ მიხელ სააკაშვილმა მაიამიში ფეშენებელური აპარტამენტი ბიძასთან, თემურ ალასანიასთან კონსულტაციით შეიძინა. მასალაში ნაჩვენებია საცხოვრებელი კომპლექსის ხედები ოკეანესა და ეზოს მხარეს.
მისი თქმით, ბინების ფასი აქ მილიონ-ნახევარი დოლარიდან იწყება.
რეპორტაჟში, ასევე, საუბარია ექსპრეზიდენტის ყოველდღიურ კონტაქტზე ბიძასთან და ნაჩვენებია ძვირად ღირებული სასტუმროები და მაღაზიები, სადაც, რეპორტიორის მტკიცებით, ყოფილი პრეზიდენტი ხშირად ჩნდება.
წყარო:

კომენტარები

სხვა სიახლეები