სად არის ქალაქი, რომელსაც “შობა დაავიწყდა” (ფოტოკოლაჟი)

ქალაქი ჰუიტონი მდებარეობს ლივერპულის მახლობლად და მას ეძახიან „ქალაქს, რომელსაც დაავიწყდა შობა“. აქ არანაირი საშობაო ხე და საზეიმო მორთულობა არ არის.
​მცხოვრებთა თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ქალაქი 2 წლის განმავლობაში მოკლებულია სადღესასწაულო დეკორაციებსა და ფესტივალებს ,ასევე, ამბობენ, რომ ჩამქრალი ქალაქი სიხარულს მოკლებული გახდა.
„როდესაც შვილი მეყოლება, მე მას საყიდლებზე სხვა ქალაქში წავიყვან, რადგან თუ ჰუიტონში წახვედი, შენთვის ახალი წელი არ მოვა“, – ამბობს ქალაქის ერთ-ერთი მცხოვრები.
​ერთ-ერთმა ჰუიტონელმა ქალაქის საბჭოს წერილი მისწერა, სადაც იგი ინტერესდებოდა რატომ არ ჰქონდათ ჰუიტონში საშობაო განათება და ნაძვის ხე.
„ჰუიტონის ქალაქის ცენტრი ჩაბნელებულია. არის ვინმე ქალაქის საბჭოდან, ვინც ჩამოვა, დადგება ჰუიტონის ჩაბნელებული ქალაქის ცენტრში და აუხსნის იქ მცხოვრებ ყველა ბავშვს, რატომ არ არის ქალაქში საშობაო განათება, ნაძვის ხე და სანტა?“ – წერდა მოქალაქე. ​წერილის ავტორმა ქალაქის საბჭოდან ჰუიტონის განათებასა და სადღესასწაულოდ მორთვაზე უარი მიიღო, რასაც მაღალი გადასახადებით ხსნიდნენ.
“სამწუხაროდ, მთავრობის მიერ დაკისრებული მაღალი გადასახადების გამო, ჩვენ არ შეგვიძლია დავაფინანსოთ თქვენი ქალაქის საშობაო განათება და ნაძვის ხე. თუმცაღა, ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ ქალაქის განათებას რომელიმე ორგანიზაცია ან ბიზნესკომპანია დააფინანსებს, ისე, როგორც ეს კირკბიში და პრესცოდში მოხდა​“, – განაცხადა ქალაქის საბჭოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები