სააღდგომო კერძი

ინგრედიენტები: კარტოფილი – 500 გრ, ქათმის ფილე – 150 გრ, ბულგარული წიწაკა – 150 გრ, ხახვი – 100გრ, მწვანილი- გემოვნებით, არაჟანი, კვერცხი – 3 ცალი, მარილი, წიწაკა, ზეთი.
მომზადების წესი: ქათმის ფილე და კვერცხი მოვხარშოთ. უკვე მზა ფილე და ხახვი წვრილად დავჭრათ. ხახვს მდუღარე წყალი დავასხათ და 10 წუთით დავტოვოთ, შემდეგ ცივი წყალი გადავავლოთ. ბულგარული წიწაკა კუბიკებად დავჭრათ. მწვანილი წვრილად. თასში ფილე, ხახვი, წიწაკა და მწვანილი მოვათავსოთ, მარილი და წიწაკა მოვაყაროთ და კარგად ავურიოთ. შემდეგ 2 ს/კ არაჟანი დავუმატოთ. კარტოფილი სახეხზე გავხეხოთ ან სირგძეზე თხლად დავჭრათ და ტაფაზე ზეთში შევწვათ. თეფშზე მიღებული სალათა მოვათავსოთ და შევწმარი კარტოფილით დავფაროთ. შუაში კი მოხარშული კვერცხები დავაწყოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები