რუსი მსახიობი: „როგორ ვიცხოვროთ ამის შემდეგ?!“

„24 თებერვლის შემდეგ სამყარო სხვანაირი გახდა – ამ დღემ მოიტანა: ტკივილი, ცრემლები და საშინელი სიტყვა – ომი”, – ასე გამოეხმაურა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ცნობილი რუსი მსახიობი ელენა სოლოვეი. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში მან თავის განცდების შესახებ ლაკონურად ისაუბრა:
„უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლი…რატომ? რისთვის? როგორ ვიცხოვროთ ამის შემდეგ ყველამ?“ -, თქვა მან.
ელენა სოლოვეი რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტია. ის რუსული და ამერიკული თეატრებისა და კინოს მსახიობია. სოლოვეი ცნობილია ფილმებით – “სიყვარულის მონა”, “დაუმთავრებელი პიესა მექანიკური ფორტეპიანოსთვის”, “ცოლი წავიდა” და სხვა.
უკანასკნელი 30 წელია, რაც მსახიობი შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. .

კომენტარები

სხვა სიახლეები