რუსი მსახიობი პეტრო პოროშენკოს ყელის გამოჭრით ემუქრება (ვიდეო)

რუსი მსახიობი ალექსეი პანინი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ყელის გამოჭრით ემუქრება. შესაბამისი ვიდეომიმართვა პანინმა YouTube-ზე განათავსა. „მე სიამოვნებით გამოგჭრიდით ყელს საკუთარი ხელებით“, – აცხადებს პანინი პოროშენკოსთან მიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტის მოკვლა მან მას მერე გადაწყვიტა, რაც რუსეთის ტელევიზიით ნახა სიუჟეტი, რომელშიც უკრაინის ჯარის მიერ დაბომბვის შედეგად დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობა იყო ნაჩვენები. პანინი უკრაინელებზეც საუბრობს და მათ „კეთილ, მაგრამ სულელ ერს“ უწოდებს.

„მე ბევრი მეგობარი მყავს უკრაინაში, მაგრამ ეს არის ნორმალური ხალხი, და არა ისეთი ადამიანები, ვისაც ტვინის ნაცვლად დამდნარი ყველი აქვთ თავში“, – ამბობს ალექსეი პანინი.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები