რომის პაპი ქალთა მიმართ ძალადობას გმობს – ”შოკისმომგვრელია, რამდენი ქალია ნაცემი, შეურაცხყოფილი და გაუპატიურებული”

რომის პაპი, ფრანცისკე გმობს სიტყვიერ, ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სექსუალურ ძალადობას, რომელსაც ქალები განიცდიან და ითხოვს მათ უფრო მეტ დაცვას.

პაპმა თებერვლის ლოცვა  ძალადობის მსხვერპლ ქალებს მიუძღვნა  და თქვა, რომ ვინც ასე ბოროტად მოქმედებს, მშიშარაა.

”შოკისმომგვრელია, რამდენი ქალია ნაცემი, შეურაცხყოფილი და გაუპატიურებული”, – თქვა მან.

მან შეაქო ის ქალები, რომლებიც “ბედავენ, დაარღვიონ დუმილი” დახმარების მისაღებად და თქვა, რომ ეკლესია თვალს არ დახუჭავს.

პაპმა მანამდე ისაუბრა ფემიციდსა და ქალთა მიმართ ძალადობაზე. ბოლოს, 1-ელ იანვარს წმინდა პეტრეს მოედანზე ქადაგების დროს განაცხადა, რომ ასეთი დანაშაულები ღმერთის შეურაცხყოფის მსგავსია.

მანამდე პაპმა ფრანცისკემ აღიარა მღვდლების მიერ მონაზვნებზე სექსუალური ძალადობის ფაქტების არსებობის შესახებ  და აგრეთვე ლათინურ ამერიკაში ფემიციდის ფართო საზოგადოებრივი “ჭირი”.

კომენტარები

სხვა სიახლეები