რომის პაპი თეთრ სახლს ესტუმრა – ფრანცისკ პირველს ობამები აეროპორტში დახვდნენ (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)

რომის პაპი ფრანცისკ პირველი პრეზიდენტის ოჯახს თეთრ სახლში ესტუმრა. ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრისას, საუბრის ერთ-ერთი თემა კლიმატური ცვლილებები იყო, მოგვიანებით ის თეთრი სახლის ეზოში სიტყვით გამოვიდა. ვიზიტის პირველ დღეს პაპმა ვაშინგტონში ღვთისმშობლის ბაზილიკაში მესაც ჩაატარა.

ფრანცისკე შეერთებულ შტატებს გუშინ ეწვია. ენდრიუსის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, თვითმფრინავის ტრაპთან მას ამერიკის პრეზიდენტი ოჯახთან ერთად დახვდა. რომის პაპმა, რომელიც ამერიკაში კუბიდან ჩავიდა, იმედი გამოთქვა, რომ შტატები კუბას სავაჭრო ემბარგოს მოუხსნის, რომელიც ნახევარი საუკუნის წინ დაუწესა.

დღეს ფრანცისკე კონგრესში სიტყვით გამოსვლას გეგმავს. ის რომის პირველი პაპი იქნება, რომელიც ამერიკის კონგრესში სიტყვით გამოვა. პარასკევს, ნიუ-იორკში, პაპის გამოსვლა გაეროს საიუბილეო გენერალურ ასამბლეაზე იგეგმება, აგრეთვე ფილადელფიაში, ღია ცის ქვეშ, სადღესასწაულო მესა ჩატარდება, რომელსაც 1,5 მილიონი ადამიანი დაესწრება.

აშშ-ში 6-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ფრანცისკე მოსახლეობისთვის გზავნილის მიწოდებას შეეცდება, რომლის თანახმად, ძალა და სიმდიდრე სამართლიანობას უნდა ემსახურებოდეს და ღარიბებს ეხმარებოდეს.

https://www.youtube.com/watch?v=TySaOleUXoQ

https://www.youtube.com/watch?v=VAaEGlr03Lw

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60

 

კომენტარები

სხვა სიახლეები